რიგგარეშე არჩევნები და Brexit-ის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმი არ იქნება - ტერეზა მეი
- მსოფლიო
- 12.12.2018
- 16:40
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი უარყოფს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისა და Brexit-ის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას.
„არჩევნების ჩატარება არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს... ჩვენ პატივი უნდა ვცეთ 2016 წლის რეფერენდუმის შედეგებს“, - განაცხადა მეიმ თემთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პარტიის ლიდერის პოსტისთვის იბრძოლებს, უნდობლობის დაყენების საკითხი კი Brexit-ისა და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესს ჩაშლის.
პარლამენტში მეის გამოსვლას მისი მეუღლე ფილიპიც დაესწრო, რომელიც იქ პრემიერის მხარდასაჭერად მივიდა.
დღეს, 12 დეკემბერს, კონსერვატიული პარტიის წევრები დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის უნდობლობის საკითხს უყრიან კენჭს.
კენჭისყრა თემთა პალატაში ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ თავისივე პარტიის წევრები ტერეზა მეის უნდობლობას გამოუცხადებენ, პარტიაში ახალი ლიდერის არჩევნები გაიმართება და ბრიტანეთის მთავრობას ახალი პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.