4 დაღუპული და 43 დაშავებული - სარკინიგზო ავარია თურქეთში (ფოტო)
- მსოფლიო
- 13.12.2018
- 10:06
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
შემადგენლობა ქალაქ კონიის მიმართულებით მიდიოდა.
ავარიის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 43 ადამიანი. კატასტროფის ადგილზე ექიმები და მაშველები იმყოფებიან.
ავარიის მიზეზი საგარეუბნო მატარებელთან შეჯახება გახდა.


