წყალდიდობას ვიეტნამში 13 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 13.12.2018
- 13:19
სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიკარგა ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად.
გადაუღებელი წვიმები ქვეყნის 6 პროვინციას დაატყდა თავს, დაიტბორა დასახლებული პუნქტები.
ხელისუფლების განცხადებით წყალდიდობამ სასოფლო- სამეურნეო მიწების 12 ათასი ჰექტარი გაანადგურა.