”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 25 ქრისტიანი ასირიელი გაათავისუფლეს
- მსოფლიო
- 10.12.2015
- 10:55
”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 25 ქრისტიანი ასირიელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სირიის ქალაქ ელ-კამიშლის ასირიელთა საზოგადოების წარმომადგენელმა აჰიკარ ისამ მედიას განუცხადა. მისივე თქმით, ასირიელების გათავისუფლება შუამავლების მეშვეობით მოხერხდა.
Newsweek -ის ცნობით, 25 გათავისუფლებულ ასირიელს შორის არიან 23 თებერვალს ტერორისტების მიერ გატაცებულებიც. მათი გამოსყიდვა შუამავლების მეშვეობით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლები ამ დროისათვის უსაფრთხო ადგილას, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთ-ერთ დასახლებაში იმყოფებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200