png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოს 2008 წელს არ უწარმოებია ისეთი სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევას გამოიწვევდა - ძამაშვილი

  • კომენტარები
  • 14.12.2018
  • 10:12
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოს 2008 წელს არ უწარმოებია ისეთი სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევას გამოიწვევდა - ძამაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აშკარად დასტურდება, რომ საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში არ უწარმოებია ისეთი სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევას გამოიწვევდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველა ეს საჩივარი იყო აშკარად დაუსაბუთებელი ორი გარემოების გამო. პირველი – სასამართლომ ჩათვალა, რომ წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დარღვევებს დაადასტურებდა და მეორე – თვითონ საჩივარში აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე აშკარად არ დგინდებოდა რაიმე დარღვევის არსებობა. შესაბამისად, დაუშვებლად გამოცხადება ნიშნავს, რომ სასამართლომ ამ საჩივრის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ არ არის საჭირო საქმის არსებითი განხილვის ფაზაზე გადასვლა და ეს საჩივრები უკვე ამოირიცხება მათი განხილვის ნუსხიდან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე – „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge