png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 14.12.2018
  • 11:07
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, თანაორგანიზებით 17 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე  20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.  საქართველოს ბანკი ორი წლის განმავლობაში პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია და თანაორგანიზატორია. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკი ორი წელია აჯილდოვებს  საუკეთესო ქალ მეწარმეს ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, წელს კი საქართველოს ბანკმა დააწესა სპეციალური ნომინაცია „#მევქმნი – ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესს ტურიზმის ინდუსტრიაში“ და ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს.

თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა  დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისათვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“  და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ღონისძიების  ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო!

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 800-მდე სტუმარი: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფოს და  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge