ლუკაშენკო ბელარუსში სიკვდილით დასჯის გაუქმებას არ აპირებს
- მსოფლიო
- 14.12.2018
- 16:05
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სიკვდილით დასჯის გაუქმებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ეს საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს.
„თქვენ გაოცებას არ ვაპირებ, სიკვდილით დასჯის გაუქმება არ შემიძლია“, - განაცხადა ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტი საკითხია.
ამასთან ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელმოწერა დოკუმენტებზე, რომლებიც სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ეხება, ყველაზე მძიმე პორცესია მისთვის.
ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სასიკვდილო განაჩენი მოქმედებს.
2010 წლის შემდეგ ქვეყანაში სიკვდილი 13 ადამიანი დასაჯეს, რომელთა საჩივარი გაეროს ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტში განიხილებოდა.