primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თითოეულ ფაქტზე ჩატარებული იქნება სრულფასოვანი გამოძიება, ყველა აგებს პასუხს მიუხედავად სტატუსისა - გიორგი გახარია

  • სამართალი
  • 17.12.2018
  • 09:57
თითოეულ ფაქტზე ჩატარებული იქნება სრულფასოვანი გამოძიება, ყველა აგებს პასუხს მიუხედავად სტატუსისა - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გურჯაანის სამედიცინო დაწესებულება, „ჯეო ჰოსპიტალში“  იმყოფებოდა, სადაც ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელები და აქციის მონაწილეები მოინახულა.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ შეაფასა ინაუგურაციის პარალელურად განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ თითოეული ფაქტს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და განურჩევლად სტატუსისა, დამნაშავეები იქნებიან პასუხისგებაში მიცემული.

„ჩვენ დღეს აქ მოვინახულეთ რამდენიმე ადამიანი. დღეს თელავში იყო ინაუგურაციის დღე და ის რაც მოხდა ველისციხეში იყო ჩვენი დიდი პრობლემა და ჩვენი დიდი სირცხვილი. მე კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელმაც მოითმინა ის რაც მოითმინა.

იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ღირსეულად წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო. დღეს აქ 7 პოლიციელი მკურნალობს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანება, სხვადასხვა საგნით მიყენებული - ტვინის შერყევა ძირითადად. ზოგს ქვა მოხვდა, ზოგს ჯოხი, ზოგს კეტი და ასე შემდეგ.

ამასთან ერთად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქვე არის აქციის რამდენიმე მონაწილე, რომელიც ასევე მკურნალობს. ერთ ადამიანს აქვს სახის დაზიანება და არის ქალბატონი, რომელსაც აქვს დაბეჟილობა. მე მინდა ყველას ხაზგასმით მივუთითო ერთი რამ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დილიდან განსაზღვრული ჰქონდა კონკრეტული მარშრუტები. იცოდა ეს ყველამ, თუ არ იცოდა, ყოველ შემთხვევაში ყველას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს დაპირისპირება თავიდან აეცილებინა. ეს დაპირისპირება მოხდა ველისციხეში. თელავში იყო სიმშვიდე, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ყველგან ჩატარდა აქციები და ეს ხალხი დაიშალა წყნარად, მშვიდად. ამის შემდგომ არანაირ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თითოეულ ფაქტზე ჩატარებული იქნება სრულფასოვანი გამოძიება. იქ სადაც დადასტურდება, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების შედეგად, პოლიციის მიმართ მიყენებული ან ფიზიკური, ან სიტყვიერი ან სხვა სახის ძალადობა, ან შეურაცხყოფა, ისევე როგორც სხვა აქციის მონაწილეების მხრიდან იყო გარკვეული დაზიანებები მიყენებული, ყველას შემთხვევა იქნება გამოძიებული დეტალურად. ყველა აგებს პასუხს მიუხედავად მათი სტატუსისა. დეპუტატი იქნება ეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი თუ ვინც არ უნდა იყოს. არავის აქვს უფლება იძალადოს საქართველოს მოქალაქეზე, რიგით მოქალაქეზე. მით უმეტეს, არავის აქვს უფლება იძალადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის წარმომადგენელზე, რომელიც მოწოდებული არიან დაიცვან მართლწესრიგი. ეს არის ერთმნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ყველა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ ახლა მოვინახულეთ, როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე და გარწმუნებთ ხვალიდან დაიწყება აბსოლუტურად ობიექტური და ძალზედ აქტიური ქმედებები იმისთვის, რომ თითოეული დამნაშავე, რომლის მხრიდანაც იყო ძალადობრივი ქმედება დადასტურებული, იქნება სისხლის სამართლის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - პასუხს აგებს კანონის წინაშე.

 რაც შეეხება ჯანმრთელობას, საბედნიეროდ მძიმე შემთხვევა, რასაც ექიმები მეუბნებაინ, როგორც პოლიციის, ასევე აქციის მონაწილეთა მხარეს, დღეს აქ არ გვაქვს. იმედია, რომ უახლოეს დღეებში ამ ადამიანებს ვიხილავთ გამოჯანმრთელებულებს, რომლებიც გააგრძელებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას. თუმცა უნდა ვიცოდეთ, ერთი რამ: პოლიციამ დღეს უდიდესი პატივი სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ვყოფილიყავით უფრო მკაცრი და უფრო უხეშიც. თუმცა, პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემიდან გამომდინარე და თითოეული ჩვენი მოქალაქის, გამოხატვის უფლებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც მოვიქეცით და არ მგონია, რომ ვინმეს ეჭვი შეეპაროს იმ თმენის ვალდებულების ზღვრულ შესრულებაში, რომელიც პოლიციამ დღეს აჩვენა.

მე მინდა კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ პოლიციელს, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ადამიანის, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ბოდიში მოვუხადო, რომ მოუწიათ ამდენის თმენა და ვუთხრა დიდი მადლობა. ასევე მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველა ის შემთხვევა, როცა მათზე იყო აღმართული ხელი და მათ მიმართ გამოყენებული იყო სხვადასხვა ძალადობრივი ან სიტყვიერი ქმედება,  შესაბამისი კანონის დაცვით იქნება დასჯილი. ჩვენ ამას დავიწყებთ ხვალინდელი დღიდან. ისევე, როგორც თუ რომელიმე პოლიციელმა შეურაცხყო, ან იძალადა საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა რა აზრის გამომხატველზე, აქაც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად პოლიცია იმოქმედებს კანონის სრული შესაბამისობით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge