ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა
- საზოგადოება
- 17.12.2018
- 14:33
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი ავტომობილს შეეჯახა, მოტოტიკლიდან გადავარდა და ბორდიურს დაეჯახა.
მომხდარის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.