თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს - ერდოღანი
- მსოფლიო
- 17.12.2018
- 16:26
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მზადება დაასრულეს სირიაში შესაძლო ოპერაციისთვის, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„შეგვიძლია დავიწყოთ ოპერაცია სირიაში ნებისმიერ მომენტში. ჩვენმა არმიამ დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა მან.
ამის გარდა ერდორანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით თურქეთის მიერ ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობაზე პოზიტიური რეაქცია ჰქონდა.