კვენტინ ტარანტინოს სახლი გაძარცვეს
- მსოფლიო
- 18.12.2018
- 11:12
ლოს ანჯელესში ორმა მამაკაცმა ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს სახლი გაძარცვა.
გავრცელებული ცნობით, ტარანტინო გვიან ღამით სახლში იმყოფებოდა, როდესაც ორი მამაკაცის ხმა გაიგონა. მძარცველები სახლში ფანჯრდან შევიდნენ.
მედიის ინფორმაციით, ტარანტინომ უცნობებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ბოროტმოქმედებმა გაქცევა მოახერხეს.
მძარცველებმა რეჟისორის ძვირფასი სამკაულები და სხვა ნივთები წაუღის. დამნაშავეების ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.