აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთს ანტისარაკეტო კომპლექს Patriot-ის მიყიდის
- მსოფლიო
- 19.12.2018
- 11:22
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის ანტისარაკეტო კომპლექს Patriot-ის მიყიდვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. შეთანხმების ღირებულება 3,5 მლრდ დოლარს შეადგენს.
ანკარა Patriot-ის ოთხ კომპლექსს შეიძენს.
პენტაგონში განმარტავენ, რომ თურქეთის კომპლექსებს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონში საფრთხის შესაკავებლად გამოიყენებს.