დავით კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს
- სამართალი
- 19.12.2018
- 14:18
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც კირკიტაძე არ აღიარებს.
ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. ის 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200