ინდონეზიაში ცუნამის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 281-მდე გაიზარდა (ფოტო)
- მსოფლიო
- 24.12.2018
- 12:09
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 281-მდე გაიზარდა.
დაშავებულთა რაოდენობა კი 1016-ს აღწევს. 57 დაკარგულად არის მიჩნეული.
ცუნამის ტალღები ინოდენეზიის დასავლეთით სანაპიროს შაბათს საღამოს დაატყდა თავს. დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი და ნაგებობა.
ქვეყნის ხელისუფლების მონაცემებით, ცუნამს შესაძლოა გამოეწვია წყალქვეშა მეწყერები, რომელიც ვულკან ანაკ-კრაკატაუს გააქტიურებას უკავშირდება.
ინდონეზიას ამ დრომდე არ აქვს ცუნამის შესხებ ადრეული გაფრთხილების სისტემა.


