ვაშინგტონის არამეგობრული ქმედებების გამო აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ვერ ხერხდება - ლავროვი
- მსოფლიო
- 24.12.2018
- 12:47
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის ნორმალიზება აშშ-ის არამეგობრული ქმედებების გამო ვერ ხერხდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ყოველთვის ვამბობთ, რომ უნდა ვაწარმოოთ ნორმალური, პროგნოზირებადი დიალოგი აშშ-სთან ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების დაცვის საფუძველზე. თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა ვაშინგტონის არამეგობრული ქმედებების გამო ვერ ხერხდება. ვაშინგტონი გამუდმებით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ჩვენზე ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და სხვა ინსტრუმენტებით“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ამ ქმედებების შედეგად ფერხდება მნიშვნელოვანი, ორმხრივი მიმართულებებით მუშაობა, მათ შორის მსოფლიოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში.