png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს

  • ეკონომიკა
  • 10.12.2015
  • 13:48
სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს

სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 6,000,000 ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყვეს. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7.5%-იანი მარჟა. შესაბამისად, ობლიგაციის ეფექტური ღირებულება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს წლიურ 15%-ს და გადახდა განხორციელდება ყოველკვარტალურად. განთავსების აგენტები, „პაშა ბანკი“ და „გალტ & თაგარტი“, უზრუნველყოფენ, რომ GWP-ის ობლიგაციები დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

„ფაქტია დღეს უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი გამოხატავს მზადყოფნას, რომ სახსრები დააბანდოს ჩვენს კომპანიაში, რადგან სანდოობა კომპანიის მიმართ გაზრდილია - ამას ადასტურებს Fitch-ის რეიტინგიც, რომელიც, სულ ახლახან, მიენიჭა GWP-ს“, - განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებითია საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია. GWP-თვის ეს უკვე ობლიგაციების ემისიის მეორე რაუნდია, ამჯერად უკვე 6 მლნ ლარზე, და გამოშვებული ობლიგაციები სრული მოცულობით თავსდება. პირველად, ობლიგაციების განთავსება მიმდინარე წლის აგვისტოში, 2.6 მლნ ლარის ოდენობით მოხდა. GWP-ის ახალი მენეჯმენტი მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან და ფონდებთან იმისთვის, რომ განხორციელდეს ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა.

„პაშა ბანკი“ აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც, ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს. მაისში ჩვენ უზრუნველვყავით ფინკა ბანკის 20,000,000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების განთავსება და მოხარულნი ვართ, რომ ამჯერად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობაც ასევე წარმატებით შედგა. აღნიშნული თანამშრომლობით, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ უკვე არსებული პარტნიორობა GWP-ისთან, რასაც საფუძველი მიმდინარე წლის მარტში ჩაეყარა, როდესაც „პაშა ბანკმა“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და „რუსთავის წყალი“ 22.5 მლნ ლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით უზრუნველყო”, - განაცხადა „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა.

 „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მეშვეობით კიდევ ერთი ქართული კომპანიის ობლიგაციები წარმატებით განთავსდა. „გალტ & თაგარტმა“ უკვე ხელი შეუწყო, ჯამში, 100 მლნ ლარის მოცულობის ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებას, რითაც მხარს უჭერს საქართველოში კაპიტალის ბაზრების ჩამოყალიბებას და კომპანიებისთვის - მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ რესურსზე წვდომას. ამ დროისთვის, „გალტ & თაგარტი“, საკუთარი პროფესიონალთა გუნდისა და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა აღნიშნულ გარიგებაზე და წარმატება ვუსურვო კომპანია GWP-ს“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge