პრეზიდენტი დღეს მრჩევლებს წარადგენს
- პოლიტიკა
- 24.12.2018
- 13:55
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მრჩევლებს წარადგენს.
მრჩევლების წარდგენა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს, ხოლო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნია დაინიშნა.