primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას - გედევან ფოფხაძე

  • პოლიტიკა
  • 25.12.2018
  • 12:37
სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას - გედევან ფოფხაძე

მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, სააკაშვილის ეპოქა დაბრუნდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება კაბინეტში განმარტოებული იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ დასახელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, თან ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

ფოფხაძის განცხადებით, პროცედურა, რომლითაც საკითხის განხილვა დაიწყო, არასწორია.
"ეს პროცესი მაქსიმალური ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული ავტორიტეტით და უმწიკვლო ბიოგრაფიით. ეს ადამიანები მერე განაგებენ სამართალს. ფორმალურად პროცედურა დაცულია, მაგრამ ყველანაირ პროცედურას აქვს სტანდარტი. მაგალითად, ჟურნალისტებს არსად უწერიათ, როგორ უნდა ეჭიროთ მიკროფონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიკროფონი თავში ჩამარტყათ.

აქ მოვლენ კანდიდატები და მერე გამოვხატავ ჩემს პოზიციას თითოეულ მათგანზე. უნდა მოხდეს მათი წარდგენა კომიტეტის წინაშე, უნდა შემოგვხედონ თვალებში და გასცენ პასუხები შეკითხვებზე, რომელსაც დავუსვამთ. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge