ქაბულში მომხდარ თავდასხმას 43 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 25.12.2018
- 12:55
სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა ქაბულში მომხდარი თავდასხმის შედეგად.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 28 დაღუპულისა და 3 დაჭრილის შესახებ.
ქაბულში საზოგადოებრივი მუშაობის სამინისტროს შენობასთან სამი აფეთქება მოხდა. თავდამსხმელები შენობაში სროლით შეიჭრნენ და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანეს.
ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, ძალოვანებმა სამინისტროს შენობა გაათავისუფლეს და თავდამსხმელების ლიკვიდაცია მოახდინეს.