პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონაში ტერაქტების საფრთხე არსებობს
- მსოფლიო
- 25.12.2018
- 15:34
კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ უწყებამ მიიღო ცნობა შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ.
გავრცელებული ცნობით, პოლიციელები ეძებენ მაროკოს მოქალაქეს, რომელიც სავარაუდოდ ბარსელონაში საახალწლო დღესასწაულის დროს თავდასხმებს გეგმავდა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეები ბარსელონაში შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილა.
პოლიციელები აღნიშავენ, რომ ტერორისტებმა თავდასხმები შესაძლოა, ყოველ წუთს, განახორციელონ.