14 წლის გოგონა, რომელიც 4 დღის წინ ზუგდიდში დაიკარგა, თბილისში იპოვეს
- სამართალი
- 25.12.2018
- 16:39
14 წლის გოგონა, რომელსაც ზუგდიდში 4 დღე ეძებდნენ, თბილისში იპოვეს.
მოზარდის დედის ინფორმაციით, ის უკვე ზუგდიდისკენ მიემართება.
"არ ვიცი არაფერი. მარტო ის ვიცი, რომ კარგად არის და ცოცხალია. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ მოდის", - განაცხადა მოზარდის დედამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო შესაბამისი სამძებრო ჯგუფი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200