მიწისძვრა სიცილიაში - არიან დაშავებულები
- მსოფლიო
- 26.12.2018
- 11:29
ოთხი ადამიანი დაშავდა სიცილიაში მიწისძვრის შედეგად, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა კატანიის პორტიდან 15 კმ-ის დაშორებით მოხდა.
მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად მსუბუქი ტრავმები მიიღო ოთხმა ადამიანმა.
მანამდე იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა ვულკან ეტნას გააქტიურება დააფიქსირეს.
სეიმოლოგებმა 150-ზე მეტი სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირეს ვულკანის ზონაში, რომელიც სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს.