ძლიერი თოვისა და ყინვის გამო, გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
- საზოგადოება
- 27.12.2018
- 12:52
ძლიერი თოვისა და ყინვის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია. გომბორის საავტომობილო გზაზე დილიდან ინტენსიურად თოვს და ნალექს თან ახლავს ძლიერი ყინვა. ამის შესახებ პირველი არხი ინფორმაციას თელავის საგზაო სამმართველოზე დაყრდნობით აცხადებს.
„გამთენიისას დავიწყეთ მუშაობა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის გაწმენდის პარალელურად, მთელ პერიმეტრზე ვყრით მარილს. თუმცა, გარკვეული მონაკვეთები გაყინულია და შეზღუდვები დავაწესეთ. გომბორის საავტომობილო გზაზე ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობისა და სპეციალური ჯაჭვების მქონე ავტომობილების მოძრაობა“, – განაცხადა საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200