თბილისში, ტაქსი 70 წლამდე მამაკაცს დეჯახა - ის ადგილზე გარდაიცვალა
- სამართალი
- 28.12.2018
- 11:10
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტაქსი ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.
მომხდარის შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გარდაცვლილი მამაკაცი მეეზოვეა და შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200