png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

  • ეკონომიკა
  • 10.12.2015
  • 16:55
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველო ჩინეთთან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელსაც დაევალება გამოავლინოს ის ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც არსებობს საქართველოში ჩინელი ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით - ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ძინ ტაომ პეკინში გამართული შეხვედრის დროს. სამუშაო ჯგუფს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და აღნიშნულ დოკუმენტში დასმული ამოცანების შესახებ. კერძოდ, სტრატეგიის თანახმად, საქართველოში 2025 წლისათვის 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი უნდა შემოვიდეს და ამ რიცხვში მნიშვნელოვანი წილი ჩინეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა შეადგინონ.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის თაობაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდა ჩინეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს. მათთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge