სოფელ ჭალადიდში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 დაშავდა
- სამართალი
- 16.01.2019
- 11:04
მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში. სოფელ ჭალადიდში, თვითმხილველთა ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლით სავსე არხში გადავარდა.
ავტომანქანის მძღოლი, 65 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავდნენ მზაგვრებიც, მათ შორის 11 წლის მოზარდი. თუმცა, ექიმების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 2 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200