კენიაში სასტუმროზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 16.01.2019
- 12:01
კენიის პრეზიდენტ უხურუ კენიატას თქმით, ნაირობიში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ადგილობრივი მესიის ცნობით, სპეცოპერაცია დასრულდა.
ნაირობიში, სასტუმრო Dusit-ის გვერდით აფეთქება მოხდა, რასაც სროლა მოყვა. დაღუპულების გარდა დაჭრილია კიდევ 30 ადამიანი.
თავდასხამზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო,რომელიც ძირითადად სომალიში მოქმედებს. დაღუპულთა ვინაობის დადგენა მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით გახდა შესაძლებელი. გარდაცვლილთა შორის არიან დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.