”ისლამური სახელმწიფოს” მთავარი ფინანსისტი ავიაიერიშისას დაიღუპა
- მსოფლიო
- 11.12.2015
- 10:24
საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ”ისლამური სახელმწიფოს” მთავარი ფინანსისტი დაიღუპა.
აბუ სალეჰისა და ”ისლამური სახელმწიფოს” კიდევ ორი მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია უკანასკნელი კვირის ერთ-ერთი ავიაერიშის დროს მოხდა. სხვა დამატებით ინფორმაციას ამერიკელი სამხედროები არ ავრცელებენ.
პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა ტერორისტების სიკვდილი დაადასტურა.
აბუ სალეჰი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანტიტერორისტული სანქციების ნუსხაში შედიოდა. მასში ნათქვამია, რომ ის 1973 წელს არის დაბადებული და ერაყის მოქალაქეა.
უორენის თქმით, აბუ სალეჰი ტერორისტული დაჯგუფების ფინანსური სტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის წევრი იყო.
მისივე თქმით, სალეჰისა და მისი თანამოაზრეების ლიკვიდაციამ დიდი დარტყმა მიაყენა ტერორისტული ორგანიზაციის ფინანსური კოორდინაციისათვის აუცილებლ რესურსებსა და პროფესიონალიზმს.