png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

worldatlas.com-ის მონაცემების არასწორად თარგმნამ გაუგებრობა გამოიწვია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  • საზოგადოება
  • 17.01.2019
  • 14:00
worldatlas.com-ის მონაცემების არასწორად თარგმნამ გაუგებრობა გამოიწვია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 13 იანვარს, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეყრდნობოდა ორგანიზაცია worldatlas.com-ის (ეს არის ჯგუფი, რომელიც განათლების სფეროს მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს) მონაცემებს - „საქართველო ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში მოხვდა“.

worldatlas.com-ის მონაცემებით საქართველო სიაში 25-ე ადგილს იკავებს, სიის მიხედვით, რიგითობა ასე გამოიყირება: 1) ეკვატორული გვინეა; 2) მიანმარი; 3) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა; 4)ზამბია; 5) არაბეთის გაერთიანებული საამიროები; 6) მონაკო; 7) ლიბანი; 8) ლიბერია; 9) შრი-ლანკა; 10) ერიტრეა; 11) ლიხტენშტაინი; 12)გვინეა; 13) დომინიკის რესპუბლიკა; 14) ლიბია; 15) ირანი; 16) პაკისტანი; 17) ზიმბაბვე; 18)კატარი; 19) ანტიგუა და ბარბუდა; 20) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა; 21) ჩადი; 22) პერუ; 23) კამბოჯა; 24)სიერა ლეონე; 25)საქართველო.

ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო  ურთიერთობის სამსახურის განმარტებით:

„პირველ რიგში, გვინდა მოგახსენოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ასახავს 2017 წლის მონაცემებს. ინფორმაციის გავრცელების წყაროს  (ორგანიზაცია worldatlas.com, რომელკიც განათლების სფეროს მიმართულებით მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით), საიდანაც იყო აღებული ეს მონაცემები, შესწავლამ გვიჩვენა, რომ სიაში წარმოდგენილია მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილის პროცენტული მაჩვენებლები შედარებით დაბალი. მაგალითისთვის:  მონაკო - 1,6 %-ი, ლიხტენშტეინი - 2,1 % -ი. ამ ქვეყნებში განათლების სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა. ამ ფონზე, წარმდოგენილ ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ეკვატორული გვინეა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილია 0,7%-ი.

საქართველოს (რომელიც ცხრილში ბოლო ადგილზე დგას) შემთხვევაში, მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებაზე დახარჯული წილის მაჩვენებლი ყველაზე მაღალია დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით და შეადგენს 2,7%-ს .  ანუ,  ამ მონაცემებით გამოდის, რომ საქართველოში ყველაზე მეტი წილი იხარჯება სწორედ განათლებაზე.

სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით და გამოქვეყნებული ცხრილით, გამოდის პირიქით. არადა, საქართველოს აქვს ყველაზე უკეთესი მაჩვენებლი ამ მხრივ. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გაუგებრობა წარმოშვა, სწორედ ცხრილის არასწორად გამოქვეყნებამ“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge