png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კალაძემ პოლიტიკური კინკლაობისგან ერთი დღეც ვერ გაძლო – გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 18.01.2019
  • 13:08
კალაძემ პოლიტიკური კინკლაობისგან ერთი დღეც ვერ გაძლო – გიგი უგულავა

გიგი უგულავა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახი კალაძეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის.

„ქართული ოცნებისა“ და კალაძის იმ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს ვხედავთ, რომ მათი ინსტიქტი მხოლოდ გადაბრალებაა. ვიდრე ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, რომელიც სხვას აბრალებს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, მანამდე წინ ვერ წავალთ და პრობლემები ვერ მოგვარდება. მერმა ხელი გაიშვირა, თითქოს 2009 წელს კანონი შეიცვალა, თუმცა ეს კანონი კავშირში არ არის შენობის ექსპულატაციაშიმიღებასა და იქ კომუნალური სერვისების შეყვანაში. კალაძემ როგორც სჩვევია, პოლიტიკური ცვედნობა გამოავლინა და ხელი წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა. 2009 წელს ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ გაუქმდა, რომლებიც ექსპლუატაცია მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ. თბილისში ასეთი ადამიანი ათიათასობითაა, განსაკუთრებით დევნილები არიან. კალაძეს ვეკითხები – დევნილებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობენ, საკუთარ ფართად ვერ ირეგისტრირებენ და კომუნალური სერვისები ვერ შეჰყავდათ, ამბობთ, რომ ექსპლუატაცია მიუღებელ შენობაში მცხოვრებ ადამიანებს ჯარიმა უნდა დააკისრონ? – ანუ, ღარიბი კიდევ უნდა გააღარიბო. კანონის აღსრულების პრობლემა არსებობს, რადგან წლების მანძილზე ასეთ შემთხვევაზე არავინ დაუსჯიათ, პრობლემა ეს არის და არა კანონი, რომელიც 2009 წელს შეიცვალა. თუ კანონი არ ვარგოდა, შვიდი წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და შეეცვალა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ინსტიქტია, ხელი გაიშვიროს წინამორბედისკენ, ოღონდ, დამნაშავე თავად არ იყოს. კალაძემ პოლიტიკური კინკლაობისგან ერთი დღეც კი ვერ გაძლო”, – აღნიშნა უგულავამ.

ყოფილმა მერმა ყურადღება „ყაზტრანსგაზ თბილისის“ შესაძლო გასხვისებაზეცგაამახვილა.

„გუშინ ნაწილობრივ მართალი ინფორმაცია გავრცელდა, რომ კომპანიაში კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია შესვლას აპირებს. ეს კომპანია მერვე წელია, არც მიწისაა და არც ცის. არც სახელმწიფოსია, არც – კერძოსია. კომპანიას განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია არ აქვს. გამოსავალია, სახელმწიფომ წამოიღოს და შემდეგ საერთაშორისო, გამჭვირვალე ტენდერის ჩატარება მოხდეს. მართლა ინვესტორის შეყვანა მოხდეს და არა ხვიჩა მაქაცარიას, რათა კომპანია განვითარდეს და თანამშრომლები საკუთარ საქმეს გულგრილად აღარ ეკიდებოდნენ. თუ ხვიჩა მაქაცარია კომპანიის უკან აღმოჩნდება, მაშინ თბილისელებმა უნდა იცოდეთ, რომ კომპანია კალაძის საკუთრებაში იქნება, რადგან მაქაცარია მისი პარტნიორია ბიზნესში. კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო, მან „ყაზტრანსგაზის“ ავანჩავანი და შინაარსი იცის, როგორც ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა. დადასტურებული არ არის, მაგრამ მოლაპარაკება მიდის, რომ კომპანია ხვიჩა მაქაცარიას მიყიდონ”, – განაცხადა უგულავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge