ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 13-14 თებერვალს გაიმართება
- მსოფლიო
- 18.01.2019
- 16:53
ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 13-14 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ალიანსის პრეს-სამსახურმა განაცხადა.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-ს შტაბ-ბინაში 2019 წლის 13-14 თებერვალს გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით. შეხვედრის პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ალიანსის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ეს შეხვედრა 2019 წელს პირველად გაიმართება. წელს ალიანსი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.