18 დაღუპული და 27 დაჭრილი - ავღანეთში თალიბები სპეცსამსახურების ბაზას თავს დაესხნენ
- მსოფლიო
- 21.01.2019
- 12:49
სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა ავრანეთის ქალაქ მაიდანშაჰარში მომხდარი აფეთქების შედეგად.
მედიის ცნობით, თალიბების დანაღმული ავტომობილი ავღანეთის სპეცსამსახურების ბაზასთან აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სამი თავდამსხმელის ლიკვიდირება მოასწრეს, მეოთხემ კი ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.