13 დაღუპული და 6 დაშავებული - ბოლივიაში ფეხბურთელების ავტობუსი ხრამში გადავარდა
- მსოფლიო
- 21.01.2019
- 14:02
ბოლივიაში 130 მეტრის სიმაღლიდან ავტობუსი ხრამში გადავარდა. ავტოკასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის „სიკლეს კლუბ ლავალიეს“ ოთხი ფეხბურთელი. ინციდენტი ქალაქ პოტოსთან მოხდა.
დაშავდა კიდევ 6 ფეხბურთელი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, ავტობუსი სამუხრუჭე სისტემის პრობლემის გამო გადავარდა.