91 დაღუპული - მექსიკაში მილსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 22.01.2019
- 12:15
იდალგოს შტატის გუბერნატორმა ომარ ფაიადმა განაცხადა, რომ მექსიკაში მილსადენეე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა.
„შეიცვალა სიტუაცია, სამწუხაროდ, სერიოზული დამწვრობის შედეგად დაღუპულია 91 ადამიანი“, - განაცხადა ფაიადმა. მისივე თქმით, კიდევ 52 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება.
ძლიერი აფეთქება 18 იანვარს იდალგოს შტატში ტუსპან-ტულას მილსადენზე იმ დროს მოხდა, როდესაც ასობით ადამიანი ბენზინს იპარავდა.