ირაკლი შიხიაშვილის „OttoBock“ -თან შეხვედრები ბერლინში გრძელდება
- საზოგადოება
- 11.12.2015
- 12:19
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა „OttoBock Health Care GmbH"-თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქალაქ ბერლინში მოინახულა და დაათვალიერა „OttoBock“-ის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც გამოფენილია მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული ულტრათანამედროვე პროთეზები.
შეხვედრაზე „OttoBock"-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს თანხმობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შეიქმნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი, ქართული მხარე გახდება "OttoBock"-ის სტრატეგიული და ექსკლუზიური პარტნიორი კავკასიის რეგიონში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოში დაინერგება პროთეზირების უახლესი ტექნოლოგიები, რითაც ისარგებლებენ როგორც ქართველი ამპუტანტი ვეტერანები, ასევე რეგიონის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც საჭიროებენ პროთეზირებას.