primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ევროკავშირი საქართველოს სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობების მიმართ უცვლელი მხარდამჭერია - ტუსკი

  • პოლიტიკა
  • 23.01.2019
  • 09:42
ევროკავშირი საქართველოს სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობების მიმართ უცვლელი მხარდამჭერია - ტუსკი

მზად ვართ, უზრუნველვყოთ შემდგომი დახმარება ყველა იმ პირის მიმართ, რომლებზეც გავლენა მოახდინა კონფლიქტმა და ხელი შევუწყოთ დიალოგს,  - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ დუსკმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტუსკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უცვლელ მხარდაჭერას.

"ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა განსაკუთრებული და შორსმიმავალია. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წლის მარტში, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, 300 ათასზე მეტმა ქართველმა ისარგებლა ამ რეჟიმით. დღეს ჩვენს შეხვედრაზე მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ვალდებულება, რომ გააძლიეროს ჩვენი თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს და მას აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური მდგრადობა. დღეს მე ასევე მივესალმე საქართველოს ერთგულებას რეფორმების მიმართ. პრეზიდენტი და მე შევთანხმდით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროს პროგრესის მნიშვნელობაზე.

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მოგვარების მცდელობების მიმართ ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, გასულ წელს თბილისმა დაიწყო მნიშვნელოვანი სავაჭრო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ინიციატივების განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

„ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ შემდგომი დახმარება ყველა იმ პირის მიმართ, რომლებზეც  გავლენა მოახდინა კონფლიქტმა და ხელი შევუწყოთ დიალოგს“, - ტქვა ტუსკმა.

პრეკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ივლისში დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა.. დონალდ ტუსკი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ - ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge