საპროტესტო აქციების დროს ვენესუელაში 2 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 23.01.2019
- 10:02
ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი რომან კამაჩო Twitter-ის მიკრობლოგში წერს.
ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 23 იანვარს ქვეყანაში დაგეგმილია ხელისუფლების მოწინააღმდეგთა მარშები, აქციის გამართვას ასევე აპირებენ ხელისუფლების მხარდამჭერებიც.
მედიის ცნობით, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ქალაქ პუერტო-კაბელიოში პოლიციის განყოფილება გადაწვეს.
მედიისვე ცნობით, ვენესუელაში საპროტეტსო აქციების დროს პოლიციამ 30-მდე ადამიანი დააკავა.