იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
- მსოფლიო
- 23.01.2019
- 13:21
პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
ტიმოშენკოსთვის ეს პრეზიდენტის პოსტის დაკავების მესამე მცდელობა იქნება. 2010 წელს ტიმოშენკო არჩევნების მეორე ტურში ვიქტორ იანუკოვიჩთან 3,48- პროცენტიანი სხვაობით დამარცხდა. 2014 წელს კი მოქმედ პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან წააგო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად პირველივე ტუში აირჩიეს.
უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 31 მარტს გაიმართება.