png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით - ზალკალიანი

  • ეკონომიკა
  • 23.01.2019
  • 13:23
კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით - ზალკალიანი

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აგრძელებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში შეხვედრებს.   

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს, მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა პანელზე Eurasia in a New Global Context, სადაც  საქართველოს პრემიერ-მინისტრის  სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი და ჟურნალისტებს მოკლედ გააცნო ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი გაამახვილებს  ყურადღებას.

„ყურადღებას გავამახვილებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ხაზი გაესმევა საქართველოს გეო-სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანას. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება და რომელსაც აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები ეკონომიკური კუთხით. ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით" - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი განმარტებით პრემიერი ასევე ისაუბრებს სამშვიდობო პოლიტიკაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

„საუბარი შეეხება სამშვიდობო პოლიტიკას. აუცილებელია რომ გარე რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა ქვეყანაში შეიქმნას განვითარების შესაძლებლობა. თუ არ იქნება სტაბილურობა არ იქნება განვითარება, არ იქნება ეკონომიკური პროგრესი. საქართველოს პრემიერ მინისტრი ისაუბრებს ყველა ამ საკითხზე და სასურველია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველო წარსდგეს იმ ეკონომიკური უპირატესობებით რაც მას რეგიონში გააჩნია"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველო პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მრავალი მიმართულებით. მისი განმარტებით,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს, რომელსაც ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებენ.

„ვისაუბრეთ სატრანსპორტო პროექტებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანში ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ ამ მიმართულებით შესაძლებლობები ფართოვდება. ვისაუბრეთ TANAP-ის პროექტზე და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც ძლიან მნიშნელოვან როლსა და ფუნქციას ასრულებს. მსოფლიოში აღნიშნული მიმართულებით დიდი კონკურენცია არსებობს. ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი მარშუტების წინა პლანზე წამოწევას, შესაბამისად საჭიროა საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ, რომ აღნიშნულმა სატრანსპორტო მაგისტრალებმა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge