primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

კალაძეს ვურჩევდი, ნუ მეტოლება - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 23.01.2019
  • 13:54
 კალაძეს ვურჩევდი, ნუ მეტოლება - გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს. საუბარია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რა დროსაც კახა კალაძემ გიგი უგულავას კორუმპირებული უწოდა. კალაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში კახა კალაძე წინამორბედს ადანაშაულებს. 

„კორუმპირებული გიგი უგულავა ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი“ - აღნიშნა კალაძემ.

გიგი უგულავა კი კალაძე ურჩევს, მისი ჩრდილიდან გამოვიდეს და დაჯდეს ინვესტორთან სასაუბროდ. "ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ უკანონო მის გადაწყვეტილებაში არაფერი ყოფილა და ეს დაადასტურა სასამართლომ. 

„კალაძე, რიჟა (გიორგი კაპანაძე) არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი საზოგადოებას დღეს ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რამეს ამბობენ ნახევარი საათის განმავლობაში. ჯერ ამბობენ, რომ  რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებააო. ახლა ამბობენ, რომ არ აშენდება, მერე ნახევარ საათში ისევ გვეტყვიან, რომ რა ვქნათ, ისევ სასამართლოს გადწყვეტილებაა. გამოსავალი ამ სიტუაციაში არის შემდეგი. სამართლებრივად რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც. შესაბამისად, დღეს მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის კალაძე, მას აქვს სრული ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ეს მშენებლობა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე ინვესტორთან და მონახოს საერთო ენა. მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან, სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან. ნუ მეზომება, ნუ მეტყოლება. თუ რამე კარგს გააკეთებს მე მხოლოდ გამიხარდება,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ სასამართლოს ბოლო ინსტანციამ დაადგინა, რომ სასტუმრო "ბუდაპეშტისთვის" თავის დროზე ნებართვა კანონის სრული დაცვით გაიცა. გადაწყვეტილების დასაბუთებაში კი ითქვა, რომ სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა პრობლემა არ არის. ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტისთვის" მშენებლობის გაცემას დიდი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge