primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტი გახსნა

  • საზოგადოება
  • 23.01.2019
  • 14:08
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტი გახსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში მისი დამაარსებლის, დიდი მეცნიერის, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის, მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელის, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტი გაიხსნა.

სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, ასევე, დაარსდა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელების, ცნობილი მეცნიერების - დავით კვესელავასა და ნიკო ვახანიას სახელობის კაბინეტები იმ ღვაწლის უკვდავსაყოფად, რაც მათ ინსტიტუტის დღევანდელი სახის ჩამოყალიბების პროცესში მიუძღვით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ზურაბ წვერაიძე, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ვახტანგ კვარაცხელია, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი გიორგი ჯაიანი და პრეზიდიუმის წევრები, საქართველოს მათემატიკის საზოგადოების წევრები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე, ნიკო მუსხელიშვილის, დავით კვესელავას და ნიკო ვახანიას ოჯახის წევრები. 

სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ვახტანგ კვარაცხელიამ ისაუბრა ნიკო მუსხელიშვილის დიდ როლზე ინსტიტუტის დაარსება-ჩამოყალიბების პროცესში და ყოფილი დირექტორების, გამოჩენილი მათემატიკოსების დავით კვესელავასა და ნიკო ვახანიას არსებით წვლილზე, რაც მათ ინსტიტუტის განვითარებაში შეიტანეს. როგორც ვახტანგ კვარაცხელიამ აღნიშნა, დავით კვესელავასა და  ნიკო ვახანიას სახელობის კაბინეტებში განთავსებულია ამ დიდი მეცნიერების მდიდარი მათემატიკური ბიბლიოთეკა, რაც ინსტიტუტს მეცნიერთა ოჯახებმა უსახსოვრეს.

„გასული საუკუნის 50-იან წლებში ბატონმა ნიკომ სწორად განჭვრიტა გა­მოთ­­ვლი­თი მა­თე­მა­ტი­­კი­სა და ინ­ფორ­­მა­ტი­­კის განვი­თა­­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვები და მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­­გორც წმინ­და მეც­ნი­ერული, ასე­ვე გა­­მო­­ყე­ნე­ბი­­თი თვალ­საზ­რისით. მისი დამ­სა­ხურება იყო, რომ საბჭოთა კავშირში, მსგავსი ტი­პის დაწესებულებებს შო­რის ჩვენი ინს­ტი­ტუ­ტი ერთ-ერთი პირველი გაიხსნა. ახლად შექმნილი ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობა ბევ­­რად იყო და­მო­კი­დებული იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მისი ხელმ­ძღვა­ნე­ლი. აქაც არ უღალატა ბატონ ნიკოს ალღომ, რო­ცა მან ინსტიტუტის დირექტორად დანიშნა ახ­ალგაზრდა, ნი­ჭიერი მა­თე­მატიკოსი, პროფესორი დავით კვე­სელავა. სულ მალე გა­მოთ­ვლით­მა ცენტრმა დაი­კა­ვა გან­­მსაზღ­ვრელი ად­­­გი­­ლი სა­ქარ­თველოში ელექტრონუ­ლი გა­მოთ­ვლი­თი ტექ­­ნი­კის ათ­ვი­სე­ბის, მი­სი გა­მოყე­ნე­ბის ტრა­­დი­ცი­ების ჩამო­ყალი­ბე­ბი­სა და დამ­კვიდ­რების საქ­მე­ში. ბატონი დავითის შემდეგ ინსტიტუტს ხელ­მ­ძღვანელობდა გამო­ჩე­ნილი მათემატიკოსი, აკა­­დე­მი­კოსი ნიკო ვახანია, რომლის ხელმძღვანელო­ბითაც მნიშ­ვნე­­ლოვ­ნად გა­ფართოვდა ინსტიტუტის თეო­რიული თუ გა­მო­­ყე­ნე­­ბი­თი ამო­ცა­ნე­ბის სპექტრი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კავში­რე­ბი. ამჟამად, ინსტიტუტი განთავსებულია შესანიშნავ შე­ნო­ბაში, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერ­სი­ტეტის რექ­ტო­რის, აკადემიკოს არჩილ ფრან­გი­შვილის დიდი დამსახურებაა და აქ, პატივს მივაგებთ დიდი ნიკო მუს­ხე­ლიშვილის ხსოვნას, დავით კვესელავას და ნიკო ვა­ხანიას ხსოვნას, ვხსნით აკა­დე­მი­კოს ნიკო მუსხელიშვილის ბი­უსტს, დავით კვესელავას და ნიკო ვა­ხანიას სახელობის კაბინეტებს და ვფიქრობთ, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი მო­მა­ვა­ლშიც დარჩება ქართული მატემატიკური მეცნიერებებისა და მრა­ვა­ლი მნიშვნელოვანი მოვლენის განვითარების ადგილად“, განაცხადა ვახტანგ კვარაცხელიამ.ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. გასიტაშვილმა ისაუბრა იმ  განუზომელ როლზე, რაც აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილს საქართველოში ზოგადად მეცნიერებისა, და, კერძოდ, მათემატიკური მეცნიერების განვითარების პროცესში მიუძღვის.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, ასევე, პროფესორებმა - დავით ნატროშვილმა, თამაზ ვაშაყმაძემ და სხვებმა.საღამოს დასასრულს, სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა ინსტიტუტის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს საპატიო სიგელები გადასცა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge