პაკისტანში მრავალფუნქციური გამანადგურებელი ჩამოვარდა
- მსოფლიო
- 23.01.2019
- 14:15
პაკისტანაში მრავალფუნქციური გამანადგურებელი F-7PG ჩამოვარდა. ინციდენტი ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა. დაიღუპა პილოტი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამანადგურებელი სასწავლო ფრენას ასრულებდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზი უცნობია. შემთხვევას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს.