primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მაგალითია, როგორ ახდენს აზრის მანიპულირებას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა - ნინო გოგუაძე

  • პოლიტიკა
  • 24.01.2019
  • 11:42
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მაგალითია, როგორ ახდენს აზრის მანიპულირებას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა - ნინო გოგუაძე

რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მაგალითია, როგორ ახდენს აზრის მანიპულირებას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოში განაცხადა.

„დეზინფორმაცია და პროპაგანდა დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართული იარაღია. ამაზე ვწუხვართ როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, შვედეთში, პოლონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება ეძებს გზებს, როგორ გაუმკლავდეს დეზინფორმაციის იმ ნიაღვარს, რომელიც საზოგადოებაში მხოლოდ შიშის, უიმედობის, დესტაბილიზაციის გამომწვევია. რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მაგალითია, როგორ ახდენს აზრის მანიპულირებას რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, ქართულ რეალობაში და ამ მხრივ, საქართველო ნამდვილად არ არის გამონაკლისი ქვეყანა, დეზინფორმაცია და პროპაგანდა თავს ესხმის ქვეყნის პროდასავლურ მისწრაფებებს, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესს. ის მხოლოდ შიშისა და არასტაბილურობის განცდის პროვოცირებას ახდენს ქვეყანაში. ამასთან, აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული საკითხი.

ნინო გოგუაძის განცხადებით, ეს ლაბორატორია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით თბილისში აშენდა, წარმოადგენს სამეცნიერო ცენტრს. რუსი ოფიციალური პირები მედიის საშულებით ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მეცნიერები ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ და რომ ლაბორატორია, ადამიანთა ინფიცირებისა და განადგურების მიზნით ხელოვნურ ვირუსებს ქმნის.

„სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია არის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ეპიდემიურ და ბიოლოგიურ უსაფრთხოებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ რეგიონში. იგი აწარმოებს ლაბორატორიულ ზედამხედველობას ინფექციურ და არა ინფექციურ დაავადებებზე, მუშაობს როგორც დაავადებათა დროულ აღმოჩენაზე, ასევე, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე. ამ დეზინფორმაციის ერთადერთი მიზანია საზოგადოებაში შიშის დათესვა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, სკეპტიკური განწყობების გაღვივების ხელშეწყობა.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების საშუალებები მუდმივად ვითარდება და ამიტომ, მოწყვლადმა ქვეყნებმა აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად ერთობლივად უნდა იმუშაონ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge