ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 24.01.2019
- 13:41
წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ინდონეზიის სამხრეთ სულავესის პროვინციაში 26-მდე გაიზარდა. სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს ცნობით, სამაშველო ჯგუფები დაღუპულთა ცხედრების ძებნას აგრძელებენ.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის დაკარგულად 24 ადამიანი მიიჩნევა. წყალდიდობა 5800-ზე მეტ ადამიანს შეეხო. დაზიანებულია სამთავრობო დაწესებულებები, დანგრეულია ხიდები.