primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

საქართველოს მიმართ ყველა კეთილგანწყობილია და გამოითქვა მზადყოფნა, რომ ბევრი მიმართულებით გავაღრმავოთ თანამშრომლობა - ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.01.2019
  • 14:26
 საქართველოს მიმართ ყველა კეთილგანწყობილია და გამოითქვა მზადყოფნა, რომ ბევრი მიმართულებით გავაღრმავოთ თანამშრომლობა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი და ნატო-სა და ევროკავშირში გამართული შეხვედრები დადებითად შეაფასა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ შევხვდით ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული საქართველოსთან თანამშრომლობით. საქართველოს მიმართ ყველა ძალიან კეთილგანწყობილია და გამოითქვა მზადყოფნა, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, შეხვედრებზე ძალიან პოზიტიური გზავნილები დაფიქსირდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

"დაფასებულია ის ფაქტი, რომ 300 000-მა ქართველმა ისარგებლა ამ რეჟიმით, შემოვიდა ევროკავშირში და ეს არის ძალიან პოზიტიური. ამავე დროს ვიცით, რომ არის პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებზე დიდი აქცენტი არ გაკეთებულა. არ იყო აქ არანაირი მუქარა, რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით არ უნდა მიუდგეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრებზე ძლიერი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს პოლიტიკის მიმართ, რომ სწორი ნაბიჯებია გადადგმული.
"ამავე დროს, გამოითქვა შეშფოთება ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით. ამ მხრივ, არსებობს მზადყოფნა, რომ ეს საკითხი გააჟღერონ რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, რათა არ იყოს ეს მიღებული  როგორც ფაქტი, რომელსაც შევეგუებით. ყველას მიერ გაცხადებულია არშეგუების პოლიტიკა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში პრეზიდენტის რანგში უკვე დასრულდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge