png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება

  • საზოგადოება
  • 25.01.2019
  • 12:42
ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინვესტრორთან შეტანხმება მიღწეულია, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.

„ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში, არაფერი აშენდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და აქტივისტს, რომელიც ჩართული იყო ამ საკითხში და იცავდა მწვანე სივრცეს. იცავდა ჩვენი ქალაქისთვის, თბილისისა და თბილისელებისთვის. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო რიგით ადამიანებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე და გვიცხადებდა მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანადგომას. მინდა მადლობა გადავუხადო ინვესტორს რომ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და შეთანხმება იქნა მიღწეული“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ვაკის პარკის ეს საქმე აძლევს იმედს რომ ბევრი რამის გამოსწორება შესაძლებელია.

„კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე.  ვაკის  პარკის  ეს  კონკრეტული  საქმე მაძლევს სტიმულს,  რომ ბევრი რამის  გამოსწორება შეიძლება. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული და  პრინციპულობა. ყველაზე მთავარი კი მხარდაჭერაა, რასაც ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვგრძნობთ და რისთვისაც მადლიერი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით იმ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ, რომელიც დღეს ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აწუხებს“,  - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 24 ივლისის, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა; 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა. ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი გიორგი ზაქაიძე მერიას ხელების გადაგრეხაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, თბილისის მერიის მიერ მათთვის შეთავაზებული პირობები მიუღებელი იყო.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge