png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას - შალვა ნათელაშვილი

  • პოლიტიკა
  • 25.01.2019
  • 14:33
ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ფედერალურ ბიუროს პარლამენტის დეპუტატ, შოთა შალელაშვილისდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ჰაკერულ ფაქტზე გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მოპარული ფული ივანიშვილმა ბიტკოინებისქარხნის დახმარებით გაათეთრა.

„სანამ ე.წ. მმართველი პარტია ქურდულ შეკრებას ატარებს ოლიგარქთან, მინდა გაცნობით, რომ საქართველო გახდა შავი ფულის გასარეცხი უზარმაზარი პოლიგონი. ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა ნარკოტიკებით ნაშოვი მილიარდები და შეუდგა ჰაკერული გზით მსოფლიო ბანკების დაყაჩაღებას, რა მიზნითაც მოსკოვიდან ჩამოიყვანა კრიმინალი შოთა შალელაშვილი, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ამ ჯგუფმა მარტო მორგანის ბანკიდან მოხსნა ნახევარი მილიარდი დოლარი, ამას დაამატეს მილიარდნახევარი სხვაგან მოხსნილი დოლარები, შემოიტანეს საქართველოში, რომელიც გაათეთრეს გლდანში არსებულ ბიტოინების საწარმოში და ბიტკოფიურის მეშვეობით, რომელიც თანაინვესტირების ივანიშვილისეულ ფონდთან მოღვაწეობს და ქვეყნიდან გააქვს სიმდიდრე და მთელი ეს თანხები დარჩა არა საქართველოში, არამედ გადაირიცხა ვირჯინისა და მარშალის კუნძულებზე, ივანიშვილის საიდუმლო კომპანიათა ანგარიშებზე,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი სწორედ ამ ფაქტის გამო მიმართავს აშშ-ის ფედერალურ ბიუროს, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

„ჩვენ ვთხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება ყაჩაღ შალელაშვილის და ასევე, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ჰაკერიზმის ამ უპრეცენდენტო ფაქტზე. ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, მუნიჩს, განახორციელოს ფინანსური სანქციები შოთა შალელაშვილის ანგარიშებზე, რომელიც საუბედუროდ, იმავდროულად საქართველოს პარლამენტის დეპუტატია,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge