ბერლინის პოლიცია აუქციონზე გამოფენილი ჰიტლერის ნახატების ნადვილობას ადგენს
- მსოფლიო
- 25.01.2019
- 16:05
ბერლინის პოლიციამ ადგილობრივი აუქციონის სახლიდან ადოლფ ჰიტლერის სამი ნახატი გაიტანა, რათა მათი ნამდვილობა დაადგინოს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
საუბარია აკვარელით შესრულებულ პეიზაჟებზე, რომლებიც 1910 და 1911 წლებშია დათარიღებული. სამივეს აქვს წარწერა „ა. ჰიტლერი“. ნახატები აუქციონზე გასაყიდად 2 დღის წინ იყო გამოფენილი.
პოლიციელთა თქმით, ნახატების შემოწმება ერთ-ერთი შეტყობინების საფუძველზე გადაწყვიტეს. ნამუშევრებს კრიმინალისტები და ხელოვნებათმცოდნეები სწავლობენ.
2014 წელს ჰიტლერის ერთ-ერთი ნახატი 130 ათას დოლარად გაიყიდა.