დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი დააკავეს
- მსოფლიო
- 25.01.2019
- 16:36
აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი ფლორიდაში დააკავეს. მას ბრალი შვიდ საქმეში ედება. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიცის სამინისტრო იუწყება.
„საბრალდებო დასკვნა შეიცავს შვიდ საქმეს, მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას, მოწმის მოსყიდვას და ცრუ მოწმეობას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კერძოდ, ნათქვამია, რომ სტოუნი ხშირად აძლევდა ცრუ ჩვენებებს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში მისი თანამშრომლობის შესახებ ორგანიზაციებთან, რომელთა სახელწოდბები არ არის მითითებული.