ფილიპინებში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- მსოფლიო
- 28.01.2019
- 11:08
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ფილიპინებში კათოლიკურ ეკლესიასთან მომხდარ აფეთქებებზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
ორი აფეთქება ქალაქ ხოლოში კათედრალურ ტაძართან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 20 და დაშავდა 111 ადამიანი.